logo
ENG



ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა

18 მარ 202109:36
3 წუთის საკითხავი
 

ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ მიწის დიდი მასა ფერდობს გამოყოფილია. 

ამ დროისთვის ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზა გადაკეტილია.  ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები. 

16 მარტს მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.


close დახურვა