logo
ENG



ოდესაზე თავდასხმის დროს, ოკუპანტებმა ქალაქის 25 არქიტექტურული ძეგლი დააზიანეს

23 ივლ 202319:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/23/r8wtuirblp8qnww.png

რუსმა ოკუპანტებმა ღამით მიტანილი სარაკეტო იერიშით, იუნესკოს მიერ დაცული ქალაქ ოდესის 25 ისტორიული, არქიტექტურული ძეგლი დააზიანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ოლეგ კიპერი ამბობს, რომ რუსებმა გამიზნულად მიიტანეს სარაკეტო იერი ოდესის ცენტრის ისტორიულ ნაწილზე.

"ეს ცინიკოსი არაადამიანები ანადგურებენ ყველაფერს, რაც დიადი არქიტექტორების მიერ დიდი შრომის ფასად შენდებოდა", - თქვა კიპერმა.

განადგურებულ ნაგებობებს შორის მე-19 - მე-20 საუკუნეების შენობებია, მათ შორის მართლმადიდებლური ტაძარი.

***

ღამით რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.

 


close დახურვა