ოდესაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსები ოდესას თავს შაჰიდის დრონებით დაესხნენ. ასევე გამოიყენეს 2 სხვადასხვა ტიპის რაკეტა - იერიშის შედეგად დაინგრა სამოქალაქო ობიექტი, რომელშიც ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის საჰაერო ძალებში ამბობენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ 9 ე.წ. კამიკაძე დრონი ჩამოაგდო. ხანძარი სწორად ერთ-ერთი დრონის ჩამოგდების შედეგად გაჩნდა.
ადგილზე მისულმა მაშველებმა შენობიდან ერთ ქალი გამოიყვანეს, ხოლო მოგვიანებით ერთი კაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, შენობის ნანგრევებში შესაძლოა სხვა ადამიანებიც იყვნენ. ხანძრის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
მოგვიანებით გახდა ცნობილი კიდე 2 ცხედრის პოვნის შესახებ.