ოდესაში აფეთქებების ხმა ისმის. როგორც უნიანი წერს, ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იწვის სავაჭო ცენტრი.
მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
რუსულმა ჯარებმა ოდესის რეგიონი 9 მაისს დილითაც დაბომბეს. დაზიანდა კერძო სახლები. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.