logo
ENG



ოდესაში დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა - 2 მძიმე მდგომარეობაშია

04 მარ 202414:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/04/945ds2jcritat4e.jpg

ოდესაში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაშავებულებს შორის სამი საავადმყოფოშია, მათ შორის ერთი ფეხმძიმეა, 2 ადამიანი კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

2 მარტს ღამით,  რუსულმა საოკუპაციო არმიამ ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 12 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. 3 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხება დიდ დანაკარგებს იწვევს. მისი თქმით, რუსული ძალების მხრიდან უკრაინის ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - სიცოცხლის განადგურება და ხალხის დაშინება.  


close დახურვა