ოდესაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. დაშავებულია 20-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორისაა 3 თვის ბავშვი.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ჯამში დღეს ოდესაზე 7 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, მათგან 2 რუსული რაკეტა უკრაინის ძალებმა წარმატებით ჩამოადგეს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტები სამხედრო აღჭურვილობის საწყობსა და 2 საცხოვრებელ შენობას მოხვდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ოდესის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
რუსეთი ირწმუნება, რომ საჰაერო ძალებმა იერიში ლოჯისტიკურ პუნქტზე მიიტანეს, სადაც მათი თქმით, "აშშ-დან და ევროპული ქვეყნებიდან მიღებული დიდი რაოდენობით შეიარაღება ინახებოდა".