logo
ENG



ოდიშარია: გარწმუნებთ, მთავრობა არ არის განწყობილი, პრეზიდენტს მის გეგმებში ხელი შეუშალოს

16 აპრ 202312:07
3 წუთის საკითხავი
 
ოდიშარია: გარწმუნებთ, მთავრობა არ არის განწყობილი, პრეზიდენტს მის გეგმებში ხელი შეუშალოს

ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია ირწმუნება, რომ მთავრობა არ არის განწყობილი, საქართველოს პრეზიდენტს "ხელი შეუშალოს". ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გადადებულ ვიზიტს.

"შემოვიდა წერილი პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში, მეორე დღესვე იქნა თანხმობა, წერილობით იყო თანხმობა, ასევე, მიწერილი საქართველოს პრეზიდენტისთვის, შესაბამისად, დრო აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობისთვის იყო საკმარისზე მეტი. გარწმუნებთ, რომ საქართველოს მთავრობა არ არის განწყობილი, მითუმეტეს ხელოვნურად, პრეზიდენტს შეუშალოს ხელი მის გეგმებში", - განაცხადა მან.

13 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი, სადაც მას ევროპარლამენტისთვის სიტყვით უნდა მიემართა, გადაიდო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ვიზიტის გადადების მიზეზი "მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესია".


close დახურვა