ოზი ოსბორნმა თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყო. მომღერალმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ მაღაზიაში თავის ახალ ალბომზე ავტოგრაფები დაარიგა.
მსგავსი გადაწყვეტილება ოსბორნმა ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მიიღო. საყვარელი მომღერლის სანახავად მაღაზიასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, მათი ნაწილი კი რიგში რამდენიმე დღე იდგა.
ერთი თვის წინ ოზი ოსბორნს ექიმებმა პარკინსონის დიაგზოზი დაუდგინეს.