logo
ENG



ოზურგეთის საკრებულოში ხმაურია, ოპოზიცია და უმრავლესობა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

24 იან 202312:54
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატმა, ქეთი ხომერიკმა ოზურგეთის საკრებულოში საბრძოლო სათამაშოები მიიტანა, მათ შორის ტანკები და ვერტმფრენები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაურიგა და მათ "ომის პარტია" უწოდა.

"ეს [საბრძოლო სათამაშოები] იმისთვის, რომ ცდილობთ ჩვენი ქვეყანა ჩაითრიოთ ომში. ვერ ეღირსებით ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას."- თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ქეთი ხომერიკმა.

უმრავლესობის წარმომადგენლებმა სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერების გაშარჟებული ფოტოებიც მიიტანეს.

"სოციალურად დაუცველთა ოჯახებს, რომლებისთვისაც განსაზღვრულია უდაბლესი ქულები, ადამიანებს, რომლებსაც ოთხი და მეტი 18 წლამდე შვილი ჰყავთ. ამ ადამიანებისთვის გამოყოფილი გაქვთ 25 ლარი, რომელიც თვეში უნდა იმყოფინონ. ასე აპირებთ შიმშილის დამარცხებას. მაშინ როცა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურს 17 000 ლარს უხდით თვეში და ამ სამსახურის უფროს ხელფასი აქვს 2 420 ლარი, ადამიანებს კი ეუბნებით, რომ 60 და 80 თეთრად დაიკმაყოფილონ საჭიროებები. ეს ოზურგეთელების ბიუჯეტი კი არ არის, ეს ავთანდილ თალაკვაძის ჭამის ბიუჯეტია."- განაცხადა ენმ-ს წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა სხდომაზე.


close დახურვა