ოზურგეთში 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.
რაც შეეხება დაშავებულს, ის კლინიკა მედალფაში გადაიყვანეს.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც დაჭრას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.