ოზურგეთში 73 წლის კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სანადირო თოფით ფეხისა და ბარძაყის არეშია დაჭრილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ფორმულას" განუცხადეს, ბრალდებული უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.