გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქალაქებში დაბოქლომების აქციებს მართავენ. გურიაში, კერძოდ ოზურგეთის მაჟორიტარული ოლქის „დაბოქლომების“ დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა. ამ წუთებში ის რეანომობილით ბათუმის საავადმყოფოში გადაჰყავთ. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ პირველად ბოქლომები 18 ნოემბერს ოპოზიციურმა პარტიებისა და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს დაადეს. ამის შემდეგ დაბოქლომების აქცია 21 ნოემბერს გაგრძელდა - ბოქლომები დაადეს კანცელარიის, საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის შენობებს. 22 ნოემბერს ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები ბოქლომების დადებას რეგიონებში გააგრძელებენ.