გურიაში დაკარგული გოგონა პოლიციამ იპოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მარიამ ბურჭულაძე ორი დღის წინ ოზურგეთიდან სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიკარგა. დაკარგული გოგოს მდგომარეობის შესახებ კითხვები განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც მარიამ ბურჭულაძის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ მან სახლის დატოვებამდე "უცნაური" წერილი დატოვა.