ოზურგეთში მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა, ორი მცირეწლოვანი კი დაშავდა. ერთერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.