logo
ENG



ოზურგეთში რამდენიმე ბაღში 70-მდე ბავშვი სავარაუდოდ საკვებით მოიწამლა

18 ოქტ 202014:24
3 წუთის საკითხავი
clock 595

ოზურგეთში რამდენიმე საბავშვო ბაღში 70-მდე ბავშვი მოიწამლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი ბაღში შეტანილი ხორცია,  თუმცა ოზურგეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბავშვების მოწამვლის მიზეზი უცნობია და მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს.

როგორც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, ოზურგეთის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ერთი და იგივე სიმპტომები აქვთ. მისივე ინფორმაციით, მოწამლული ბავშვებიდან კლინიკაში ერთი მკურნალობს.

"გუშინ, დაახლოებით 4 საათისთვის პირველად მაცნობეს ერთ-ერთი ბაღიდან, რომ სოფელში 4 ბავშვს მსგავსი სიმპტომები დაუდასტურდათ. ამის შემდეგ, მე რა თქმა უნდა, დავრეკე ყველა ბაღის მენეჯერთან, თუ მსგავსი შემთხვევები იქნებოდა ჩვენთვის ეცნობათ. ეტაპობრივად გვაწვდიდნენ ინფორმაციას, იყო ბაღები, რომლებიც ამბობდნენ რომ არ იყო, მაგრამ, გვიან ღამემდე გვაწვდიდნენ ინფორმაციას",-ამბობს ოზურგეთის საბავშო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

 


close დახურვა