logo
ENG



ოზურგეთში ქალი დაჭრეს და გაძარცვეს, დაკავებულია ერთი პირი

25 ივლ 202011:19
3 წუთის საკითხავი
 
cusulvlb2bmtua8.png

შსს-ს ცნობით, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1972 წელს დაბადებული მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 24 ივლისს, ოზურგეთში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ყაჩაღურად თავს დაესხა ქალს, ცივი იარაღის გამოყენებით ხელზე ჭრილობა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია შსს-ს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, დაზარალებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



close დახურვა