ოზურგეთში წიგნების მაღაზია "ბიბლუსის" ნაწილი დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც "ფორმულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
გამოძიება, სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანება ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით.