logo
ENG



ოთარ კახიძე: მერაბ ტურავა კორუფციის და მექრთამეობის სახე იყო

25 ივნ 202017:19
3 წუთის საკითხავი
 

„მერაბ ტურავას არჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიუთითებს იმ ღირებულებებზე, რომლის მატარებელიც „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს „კორუფციისა და მექრთამეობის სახე“ უწოდა.

ტურავა არის ის მოსამართლე, რომელიც კორუფციის მამხილებელი ჟურნალისტების დასჯას ითხოვდა, „60 წუთის“ ჟურნალისტების, რომლებიც იძიებდნენ იმ სისტემურ პრობლემას, რასაც მექრთამეობა ერქვა მართლმსაჯულების სისტემაში. ამის დამცველი და აპოლოგეტი იყო, კორუფციის და მექრთამეობის სახე იყო მერაბ ტურავა და მისი დანიშვნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ სწორედ ამას განასახიერებს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა მერაბ ტურავა აირჩია. ის თანამდებობას მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაიკავებს.


close დახურვა