logo
ENG



ოთო კახიძე: არ არსებობს პრობლემა ქვეყანაში, რაზეც ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღო

26 ნოე 201922:49
3 წუთის საკითხავი
 
g18qhc1gu50fmvf.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთო კახიძის განცხადებით, არ არსებობს პრობლემა ქვეყანაში, რაზეც ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღო.

როგორც მან გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, ქვეყანა პირდაპირი მნიშვნელობით ჭაობში მიდის.

„ინვესტიციების კლება გვაქვს კატასტროფული, 2018 წელს უკვე იყო საშინელი შედეგი. 2019 წლის 6 თვის მაჩვენებელი კი კიდევ უფრო უარესი. ქვეყანა პირდაპირი მნიშვნელობით ჭაობში მიდის. თქვენ ვერ მოიყვანთ მაგალითს, სადაც რამეზე პასუხისმგებლობა აიღო ხელისუფლებამ. ბოლოს კი ეს გადაეზარდათ პარანოიაში, ყველაფერი ოპოზიციის ბრალია. ადამიანი შეიძლება მოატყუო, მაგრამ ყოველთვის ყველას ვერ მოატყუებ. ივანიშვილს სიცოცხლეები ამოეწურა. ივანიშვილი პოლიტიკურად გაკოტრებულია. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ის ისე გავწიოთ ხელისუფლებიდან, რომ მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს“, - განაცხადა ოთო კახიძემ.

 


close დახურვა