logo
ENG



ოთო კახიძე: შალვა თადუმაძე კომიტეტის სხდომიდანვე იყო გასაშვები

29 ოქტ 201914:55
3 წუთის საკითხავი
 
15hitvijjlvfd3q.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთო კახიძე აცხადებს, რომ გენერალური პროკურორი მაშინვე იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან გასაშვები, როცა თქვა, რომ დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად, ჯერ ბრალდებულის დადგენაა საჭირო.

როგორც კახიძემ აღნიშნა, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა სწორედ ამ განცხადების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 16 პირი, მათ შორის თვალდაკარგული ახალგაზრდები, სასამართლო მოსმენის გარეშე, დაზარალებულის სტატუსის გარეშე დატოვა.

„გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებულის დადგენა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანი დაზარალებულად ვცნოთ. ამის თქმის შემდეგ, მომენტალურად უნდა დასრულებულიყო მასთან გასაუბრება და გაგვესტუმრებინა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან, შემდეგ კი გენერალური პროკურორობიდანაც უნდა გადამდგარიყო. მაგრამ რა უპასუხა ქალბატონმა სოფიომ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, გასაგებიაო. მიიღო ეს პასუხი. დაუდასტურა ის, რომ თუ პირი ბრალდებულად არ არის ცნობილი, დაზარალებულიც არ უნდა ვცნოთ. ამას უყურა შემდგომ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანა, თქვა რომ დანაშაული არ არის მომხდარი და თვალებგამოთხრილი გოგო, დაზარალებულის სტატუსის გარეშე დატოვა,“ - განაცხადა ოთო კახიძემ.

 


close დახურვა