logo
ENG



ოთხივე ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია - ეზუგბაია

14 ივლ 202011:12
3 წუთის საკითხავი
 
dphf8enf0z02dfg.jpeg

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ვირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლებს დაუდგინდა.

გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით მკურნალობას 142 პაციენტი აგრძელებს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 87 პროცენტს შეადგენს.

„გუშინ ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995 იყო. დაგვემატა მხოლოდ ოთხი ახალი და ამჟამად ქვეყანაში გახლავთ 999 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების ციფრი 13-ით გაიზარდა და დღეს ჯამში გვყავს 870 გამოჯანმრთელებული. ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 999-ს შეადგენს


close დახურვა