რუსულმა ძალებმა იერიში დნიპროპეტროვსკის რეგიონში ეროვნული გვარდიის საცხოვრებელზე მიიტანეს. ინფორმაციას რეგიონის ტერიტორიული უსაფრთხოების ხელმძღვანელი გენადი კორბანი ავრცელებს.
ყაზარმაზე თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა.
საერთო ჯამში ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის რეგიონში დღეს ისკანდერის 3 რაკეტა ისროლეს, რომელთაგან 1 გვარდიის ყაზარმას მოხვდა.
კორბანის ცნობით, რაკეტები რუსეთის ფედერაციის როსტოვის რეგიონიდან ისროლეს და მათ რეგიონში მასშტაბური ნგრევა გამოიწვიეს.
კორბანმა ასევე აღნიშნა, რომ რიცხვები საბოლოო არაა და შესაძლოა შემთხვევას მეტი მსხვერპლი მოჰყვა. ახლა ადგილზე პოლიცია და გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ.