logo
ENG



ოკუპანტები დონეცკის ოლქის 2 რაიონს თავს დაესხნენ - არის მსხვერპლი

13 აპრ 202419:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/13/qpfjavrj32e7xs5.png

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ორ რაიონს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ინფორმაციას დონეცკის რაიონული პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბომბები საცხოვრებელ სახლს მოხვდა. გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად მთლიანად განადგურდა მრავალსართულიანი სახლის ერთი სადარბაზო. მაშველებმა ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოყვანა შეძლეს - დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო კიდევ ორმა მოქალაქემ, რომლებიც თავდასხმის დროს მანქანით გადაადგილდებოდნენ.


close დახურვა