logo
ENG



ოკუპანტები მერების გატაცებას აგრძელებენ

16 მარ 202220:11
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ჰააგამ დროებითი ღონისძიება გამოსცა.: რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, გაიყვანოს ჯარები და ამისთვის ერთი კვირა აქვს. კიდევ რას წერს  გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებაში, - ჩართვა რამდენიმე წუთში. ამასობაში რუსეთი უკრაინასთან ომში სულ უფრო მეტ სამხედრო ძალას და ტექნიკას კარგავს. უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ქვედანაყოფების 40-ც პროცენტზე მეტი განადგურებულია, - მათ შორის გენერლები.

ოკუპანტების სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები და ხელისუფლებაა, ზელენსკის ლიკვიდაციის რამდენიმე ოპერაცია ჩავარდა, მაგრამ რუსული არმია იტაცებს მერებს. მელიტოპოლისა და ხერსონის შემდეგ, ახლა ოკუპანტებმა გაიტაცეს სკადოვის მერი, რასაც ადგილობრივი მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა. მარიონეტული მთავრობების დასმა უკრაინის ქალაქებში - პუტინის კიდევ ერთი შეუსრულებელი


close დახურვა