logo
ENG



ოკუპანტები მძინარე კიევს თავს დაესხნენ - დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

01 ივნ 202308:17
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ღამით, ოკუპანტები მძინა კიევს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებენ.

ოფიციალური პირების ცნობით, რუსებმა დედაქალაქს ფრთოსანი რაკეტები დაუშინეს. მთელი ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალები რაკეტებს იგერიებდნენ, თუმცა დესნიანსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლი და პოლიკლინიკა დააზინა. მომხდარის შედეგად კიდევ 10-მდე ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ნაწილს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. კლიჩკომ მოსახლეობას მოუწოდა უსაფრთხო ადგილებიდან არ გამოვიდნენ.

მაისში რუსი ოკუპანტები კიევს 17-ჯერ დაესხნენ თავს. მათ შორის 3-ჯერ ერთი დღის განმავლობაში. მანამდე ბოლო თავდასხმა 30 მაისის ღამეს მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა და ერთი ადამიანი დაიღუპა.


close დახურვა