რუსი ოკუპანტები მძინარე ხარკივს თავს დაესხნენ და სარაკეტო იერში განახორციელეს.
С-300 და С-400 ტიპის რაკეტები რუსებმა ბელგოროდის ოლქიდან ისროლეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ერთი რაკეტა 5-სართულიან სახლს მოხვდა, დანარჩენები კი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
საერთო ჯამში დაზიანდა 20 საცხოვრებელ კორპუსზე მეტი, ასევე განადგურებულია კერძო საწარმო.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაშავებულებს შორის 2 ბავშვია. მოქალაქეებმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს.