logo
ENG



ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეს სამკურნალოდ გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ

06 ნოე 201920:33
3 წუთის საკითხავი
 
9c16p875mohfcln.jpg

ოკუპანტები სამკურნალოდ გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც მწვავე მოტეხილობის მკურნალობა სახლის პირობებში უწევს. ცხინვალის საავადმყოფოში ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს. თამარ გიგაურს მრავლობითი მოტეხილობები აქვს. პაციენტი სახლში მკურნალობს და თბილისში გადმოყვანას ითხოვს.

უკვე ორი თვეა, ოკუპანტებს უკანონო საზღვარი აქვთ ჩაკეტილი და მოსახლეობას გადაადგილებას უკრძალავენ. საერთაშორისო პარტნიორების გააქტიურებისა და ჰუმანიტარული მისიების ჩართვისაკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ყოფილი ომბუდსმენი. 

უჩა ნანუაშვილი ხელისუფლებას არასაკმარის ქმედებაში ადანაშაულებს. ის მიიჩნევს, რომ მთავრობამ პრობლემა სათანადოდ უნდა აღიქვას და დამატებითი მექანიზმები აამოქმედოს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას  რეკომენდაციით მიმართავს და ჰუმანიტარული კრიზისის აღმოსაფხვრელად საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების მობილიზებას ურჩევს. 

ახალგორის გამშვები პუნქტი საოკუპაციო რეჟიმმა 2 თვის წინ გადაკეტა. შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა.


close დახურვა