საოკუპაციო რეჟიმი ჩქარობს ოჩამჩირეში. აქტიურად მიმდინარეობს სამხედრო ბაზის მშენებლობა. ფორმულას მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ კადრებში ჩანს ისიც, როგორ აგებენ ოკუპანტები ახალ სამხედრო ნაგებობებს, აწყობენ სანგრებს ბაზებზე. ყველა ოფიციალური უწყება საქართველოში ამ დრომდე დუმილს უნარჩუნებს. კარასინი კი ამტკიცებს, რომ მოსკოვს ოჩამჩირეში NATO-ს სიახლოვეს ყოფნა მშვიდობისთვის სჭირდება. ამას ამბობს რუსეთი, რომელიც რეგიონში ყველა ომის ინიციატორია.
ოკუპანტების სამხედრო ბაზის მშენებლობა ოჩამჩირეში
27 დეკ 202320:20
3 წუთის საკითხავი