logo
ENG



ოკუპანტებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები

24 აგვ 202310:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/24/7tsps628o1vuj20.png

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმის დროს დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები, ასევე წყლის მილები და გაზსადენები. ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური სერგეი ლისაკი ავრცელებს. ლისაკი ამბობს, რომ თავდასხმა ღამის საათებში მოხდა.

"რუსებმა ქალაქს რამდენიმე რაკეტა დაუშინეს, საიდანაც 1 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს. დაშავდა 7 ადამიანი, საიდანაც 6 საავადმყოფოში, საშუალო სიმძიმის ტრავმებით გადაიყვანეს. დაზიანებულია ათობით შენობა, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, ბანკი, ბენზინგასამართი სადგური, ადმინისტრაციული შენობა და მაღაზიები", - თქვა ლისაკმა.


close დახურვა