ოკუპანტებმა დონეცკის ოლქზე იერიში მიიტანეს. ცეცხლი გაუხსნეს სლავიანსკსა და კრამატორსკს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ალექსეი კულება ავრცელებს.
მისივე ცნობით, მხოლოდ კრამატორსკში დაინგრა 2 სახლი, 20-ზე მეტი კი დაზიანდა.
"ერთ-ერთი სახლის ნანგრევებში, სავარაუდოდ, მოჰყვა 4-სულიანი ოჯახი, მათ შორის ორი მოზარდია. დანგრეულია 2 საცხოვრებელი სახლი, ხოლო 23 დაზიანებული", - ამბობს კულება.
რუსმა ოკუპანტებმა იერიში სლავიანსკის ერთ-ერთ სკოლაზეც მიიტანეს.
"სკოლის შენობაში განთავსებული იყო სოციალური სასადილო, გაიცემოდა ჰუმანიტარული დახმარება. სკოლის ნანგრევებში, შესაძლოა, ერთი ადამიანი იყოს მოყოლილი. სამაშველო სამუშაობი მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესიც დაწყებულია", - ამბობს ქალაქის მერი.