logo
ENG



ოკუპანტებმა დონეცკის ოლქზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

06 იან 202416:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/06/i03hyul2oitat75.png

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.

ფილაშკინი ამბობს, რომ თავდასხმა ჩრდილოეთ ტორეცკის დასახლებაზე განხორციელდა.

"თავდასხმა დილის საათებში მოხდა. სულ ორჯერ გახსნეს ცეცხლი. დაიღუპა ერთი ადამიანი. ჭურვი საცხოვრებელ პუნქტს მოხვდა", - თქვა ფილაშკინმა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ადგილზე პოლიცია და მედიკოსები არიან მობილიზებული. 


close დახურვა