logo
ENG



ოკუპანტებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

15 სექ 202313:58
3 წუთის საკითხავი
 
ოკუპანტებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა დღეს, 15 სექტემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, უწყებამ ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ და ასევე ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.


close დახურვა