რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით 17 რაკეტა ისროლეს. როგორც უკრაინული მედია წერს, ეს ომის დაწყებიდან ქალაქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.
სარაკეტო იერიში 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი ამბობს, რომ იერიში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ზუსტდება.
"რუსული არმია მხოლოდ ამის მაქნისია - ცეცხლი გაუხსნას მძინარე ქალაქ და დაარტყას ჩვენს ინფრასტრუქტურას. თუმცა ჩვენ ვერ გაგვტეხენ. გავუძლებთ", - ამბობს კურტევი.