რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში, გულაიპოლეს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის უფროსი, ივან ფედოროვო ავრცელებს.
ფედოროვი ამბობს, რომ რუსებმა თავდასხმის დროს ჭურვები გამოიყენეს. დაღუპულები საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
გარდა ამისა, მომხდარის შედეგად დაშავდა კიდევ 1 ადამიანი - ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ხელისუფლება ახლომდებარე რეგიონებში მოსახლეობას ევაკუაციას სთხოვს.