logo
ENG



ოკუპანტებმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

16 დეკ 202222:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/16/9guj6nprzbxd3op.jpg

რუსმა ოკუპანტებმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.

დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, რაკეტები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ვალენტი რეზნიჩენკო ამბობს, რომ აფეთქების დროს დაიღუპა 64 წლის ქალი და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ხოლო მათი მცირეწლოვანი შვილი ამ დრომდე ნანგრევებში რჩება.

13 დაშავებულიდან ოთხი ბავშვია. ყველა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.


close დახურვა