logo
ENG



ოკუპანტებმა კრივოი როგზე იერიში მიიტანეს, განადგურებულია სამრეწველო საწარმო - ადმინისტრაცია

29 მაი 202201:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/28/26tiu78k8q2uqze.jpg

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში კრივოი როგზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ ვილკული ავრცელებს.

ვილკულის თქმით, ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმები ქალაქის გასასვლელში განახორციელეს.

"რამდენიმე რაკეტა იმ ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, სადაც კრივოი როგის ინდუსტრიულ ზონაში სამრეწველო საწარმო მდებარეობდა. ქარხანა პრაქტიკულად განადგურებულია. ახლაც ისმის აფეთქებების ხმა. მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ", - ამბობს ადმინისტრაციის უფროსი.


close დახურვა