logo
ENG



ოკუპანტებმა ოდესის ოლქში პორტებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

27 ივლ 202310:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/27/gpexqre66k4aze6.png

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქში საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა სამხრეთი ავრცელებს.

გარდა ამისა, უკრაინის სამხრეთის ნაწილში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

სარდლობის ცნობით, რუსებმა კალიბრის ტიპის რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს.

"იერიშის დროს, ერთ-ერთი რაკეტა ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულია შენობის დაცვის თანამშრომელი. დაზიანდა სატვირთო ტერმინალის სამრეწველო დანადგარი, ასევე დაცვისთვის განკუთვნილი შენობის ნაწილი", - ამბობენ სარდლობაში.


close დახურვა