logo
ENG



ოკუპანტებმა პოლტავის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

28 აგვ 202310:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/28/zdiac2xvq0f1cug.jpg

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა პოლტავის ოლქი დაბომბეს - დაიღუპა ორი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა, დმიტრო ლუნინმა გაავრცელა.

მისი განცხადებით, ოკუპანტებმა თავდასხმა სამრეწველო ობიექტებზე განახორციელეს, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია.

"მტრის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი მოქალაქე მცირე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ ორი ადამიანის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია", - დაწერა მან.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით ოთხი რაკეტა ისროლეს, მათგან 2 უკრაინელებმა ჩამოაგდეს. მათივე განცხადებით, ოკუპანტებმა დაბომბეს კრივი-რიჰიც - შედეგად დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი, თუმცა ცნობები მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

პარალელურად, დღეს რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვთან ახლოს, ლიუბერცში უკრაინელების მორიგი იერიში მოიგერიეს - მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გაანადგურეს დრონი, რომელიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა.


close დახურვა