logo
ENG



ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს

28 აგვ 202315:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/28/mvqj33j41il0bow.jpg

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი, დავით ქაცარავა Facebook-ის საშუალებით ავრცელებს.

"დღეს, პატრულირებისას აღმოვაჩინეთ, რომ ღორმა ოკუპანტებმა, გორის რაიონის სოფელ კირბალის წმინდა ლომისის ტაძრის ,შესასვლელი კარი აჭედეს. მართალია, ეს ტაძარი ოკუპირებულია, მაგრამ იცვლება ამით რამე? აი ამ ღორებს უწოდებთ ერთმორწმუნეებს? ამათთან გაქვთ საერთო ქრისტიანული ღირებულებები? საქართველოს მთავრობა აი ამ ღორისშვილებთან ათბობთ ურთიერთობებს???", - წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

მომხდართან დაკავშირებით ფორმულას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ისინი კომენტარს არ აკეთებენ. 

***

სოფელი კირბალი საოკუპაციო გამყოფ ხაზს ესაზღვრება. წმინდა ლომისის ეკლესია, სოფლის მიმდებარე ტყე და საძოვრები რუსების მიერაა ოკუპირებული. მახლობელი სოფლების მოსახლეობას გასულ წლებში სალოცავში მისვლას უშლიდნენ - 2018 წელს რადიო თავისუფლება წერდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი
ეკლესიაში სალოცავად გადასულ პირებს "საზღვრის" დარღვევის ბრალდებით დაკავებით ემუქრებოდა.


close დახურვა