logo
ENG



ოკუპანტებმა სევეროდონეცკში საავადმყოფო და რამდენიმე სახლი დაბომბეს - დაიღუპა 10 ადამიანი

16 მაი 202220:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/16/vik8zv5iqx5dsrw.png

ლუჰანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს, ასევე დაბომბეს რამდენიმე სახლი, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა.

გაიდას თქმით, იერის დროს დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამეცნიერო საწარმოს.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ინტენსიური ცეცხლის გამო ვერ ხერხდება სამძებრო სამუშაოების ჩატარება. მან მოქალაქეებს მოუწოდა თავშესაფრებიდან არ გავიდნენ.


close დახურვა