რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა.
ლუჰანსკის ადმინისტრაციის უფროსის სერგეი გაიდაის თქმით, გასულ დღე-ღამეში ოკუპანტებმა ქალაქზე სულ 11 იერიში მიიტანეს, რა დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა.
ერთ-ერთი თავდასხმის დროს მათ ცეცხლი საცხოვრებელ სახლსაც გაუხსნეს. დაღუპულები სწორად დღეს იპოვეს.