რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს. დაკავების დეტალები უცნობია, თუმცა ოჯახის წევრების განცხადებით, ბუთხუზი სოფლის განაპირას მდებარე სახლში იმყოფებოდა.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება. ზაქრო ბუთხუზი 4 წლის წინაც იყო დაკავებული, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მას მაშინ ე.წ-ი საზღვrის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს ბრალი.