უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით გამთენიისას, ოკუპანტებმა ჩერნიგოვში მრავალსართულიან კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს.
დაბომბვის შედეგად შენობის 2-9 სართულები განადგურდა, 9-სართულიან საერთო საცხოვრებელში კი ცეცხლი გაჩნდა.
პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა. მაშველებმა ადგილიდან 7 ადამიანი გამოიყვანეს.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.