რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 18 დაშავდა.
მანამდე ადგილობრივი მოსახლეობა ამბობდა, რომ ქალაქში აფეთქების ხმაც იყო. ინფორმაციას ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ხარკივზე იერიში გუშინაც მიიტანეს, რა დროსაც 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 თვის ბავშვი და 35 ადამიანი დაშავდა.