logo
ENG



ოკუპანტებმა ხარკივის ოლქზე იერიში მიიტანეს, სროლა ახლაც გრძელდება - დაღუპულია 4 ადამიანი

26 მაი 202217:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/26/47l42fqbx4a12qx.jpg

რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფრებში დარჩნენ.

როგორც ხარკივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, ოკუპანტები ხარკივის ცენტრს ახლაც ესვრიან.

"წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის დროს დაშავდა 7 ადამიანი, 4 კი სამწუხაროდ დაიღუპა. თუმცა ცნობები დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ჯერ კიდევ ზუსტდება. მინდა მოვუწოდო ადგილობრივებს არ დატოვოთ თავშესაფრები", - თქვა სინეგუბოვმა. ბოლო რამდენიმე საათში ხარკივის ოლქში 7 საჰაერო განგაში ამოქმედდა.

ცოტა ხნის წინ სამხედრო ადმინისტრაციამ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს საარტილერიო თავდასხმა ქალაქსა და მთლიან ოლქზე.


close დახურვა