რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ერთ-ერთ საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს - განადგურებულია სასწრაფო დახმარების ავტომობილი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ავრცელებს.
"რუსულმა არმიამ ცეცხლი გაუხსნა ხერსონის ცენტრალურ ნაწილს. თავდასხმის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი. მიღებული ჭრილობებისგან დაიღუპა 2 ადამიანი. 2 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. საავადმყოფოზე თავდასხმისას დაშავდა 2 მედდა და პაციენტი", - ამბობს ალექსანდრ პროკუდინი.