logo
ENG



ოკუპაცია, რომელიც თითქმის 100 წელია, გრძელდება - მოქალაქეებმა დაღუპულ იუნკერებს პატივი მიაგეს

25 თებ 202020:38
3 წუთის საკითხავი
clock 1057

რუსული ოკუპაცია, რომელიც თითქმის 100 წელია, გრძელდება - დღეს, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, 25 თებერვალს დაღუპულ იუნკერებს პატივი მიაგეს.

1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას კი სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება მოჰყვა. საქართველოს გასაბჭოებიდან 99 წლის თავზე იუნკერთა მემორიალთან პოლიტიკოსები ოკუპაციის დღევანდელ საფრთხეებზე საუბრობენ.

საქართველოს გასაბჭოებიდან 99 წლის თავზე იუნკერთა მემორიალთან პოლიტიკოსები, მოქალაქეები  და პარლამენტის წევრები საბჭოთა ოკუპაციის დროს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს იხსენებდნენ. 

საქართველოს გასაბჭოების დროს დაღუპულ იუნკრებს პატივი მიაგეს „ევროპული საქართველოსა“ და „ლელოს“ წევრებმაც. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ისაუბრეს იმაზეც, რომ ისტორიული წარსული არ შეცვლილა და ქვეყნის ოკუპაცია ახლაც გრძელდება.  „ევროპული საქართველოსა“ და პარტია „ლელოს“ წევრებს  დღეს რამდენიმე ინიციატივა ჰქონდათ, მათ შორის ერთ-ერთი  ქართველი იუნკერ შალვა დადიანისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება იყო.

მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში  თავისუფლებისთვის მებრძოლი ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი გვირგვინით დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა შეამკო და  მის ხსოვნას პატივი პარტიის წევრებთან ერთად მიაგო.

იუნკერთა უთანასწორო ბრძოლა რუსეთის არმიასთან 1921 წლის 19 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელაში დაიწყო, სწორედ ამიტომ 2010 წლიდან ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მოქალაქეები იუნკერთა მემორიალთან დაღუპულ მსხვერპლთა პატივის მისაგებად ტაბახმელაში იკრიბებიან.


close დახურვა