logo
ENG



ოკუპაციის მუზეუმში სალომე სამადაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

26 თებ 202009:19
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპაციის მუზეუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის წიგნის, "რუსეთის ფარული ომი", პრეზენტაცია გაიმართა. რუსული ოკუპაციის შესახებ პუბლიკაციის თარგმნის იდეა ნიკოლზ რურუას ეკუთვნის. წიგნი ინგლისურ ენაზე დაიწერა და ახლა ითარგმნა.

„ეს წიგნი საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც სურს გაიგოს როგორ გრძელდება ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს რუსეთთნ საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად. არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ როგორ ებრძვის რუსეთი ფარული გზებით დასავლურ სამყაროს. ვფიქრობ, წიგნი საინტერესო საკითხავი იქნება“, - განაცხადა წიგნის ავტორმა.

„რესპუბლიკური“ პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ წიგნში ზუსტად არის აღწერილი თუ რას ნიშნავს ჰიბრიდული ომი.

„ეს  არის იშვიათი წიგნი, სადაც ძალიან ზუსტად გადმოცემულია თუ რა არის ჰიბრიდული ომი. როგორ იყენებს რუსეთი სხვადასხვა საშუალებას ამ ომში. წიგნიში აღწერილ  პრობლემებს საქართველოს ხელისუფლება თითქოს ვერ ხედავს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

პუბლიკაცია ოკუპაციის შესახებ მოგვითხრობს. გამოცემაში ფარულ უხილავ ომზეა საუბარი. წიგნის პრეზენტაციაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იუნკერთა ხსოვნას. 


close დახურვა