logo
ENG



ოკუპაციის პრობლემის მქონე ქვეყანას მეტი რეფორმა სჭირდება - სანდრო ჭუმბურიძე

01 თებ 202022:57
3 წუთის საკითხავი
 

„გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ სტუმრობისას ანალიტიკოსმა სანდრო ჭუმბუღიძემ ისაუბრა იმის შესახებ, რომ ოკუპაციის პრობლემების მქონე ქვეყანაში საჭიროა მეტი რეფორმა და უფრო მეტადაც, ვიდრე ჩვეულებრივ.

როგორც ჭუმბურიძე განმარტავს, ეს უნდა ისახებოდეს არა მხოლოდ მაჩვენებლებზე, არამედ ადამიანების ყოველდღიურობასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე.

„ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია და ყოველდღიურად აქვს გამოწვევები ოკუპაციასთან დაკავშირებით, სჭირდება უფრო მეტი რეფორმა, მაგრამ ეს ახლა შესუსტებულია. რეფორმები საჭიროა ყველგან - ეკონომიკაში, სასამართლო რეფორმაში - რეფორმა უნდა შევიდეს ყველგან. ვფიქრობ, რომ რეფორმის შინაარსი ისაა, რომ ქვეყანაში საცხოვრებელი პირობები და განწყობები უნდა შეიცვალოს. შეიძლება ხანდახან რიცხვები დამაკმაყოფილებელი იყოს, მაგრამ ვკითხოთ, აბა, იმ ადამიანს, ვინც 30 წელიწადია დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრობს და ელოდება უკეთეს პირობებს, ეს ხომ ნაკლებად ჩანს - ადამიანი უნდა ხედავდეს იმას, რომ მთავრობა ცდილობს, რომ ქვეყანა განავითაროს. გაგვიჭირდა ჰომოსოვიეტიკუსის სინდრომის დაძლევა. ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც გარანტიას გვაძლევს, რომ ევროპულ ბაზარზე ჩვენი ადგილი დავიკავოთ - თუ შევხედავთ მაჩვენებელს, ეს არის ძალიან სუსტად განვითარებული და დსთ-ის ქვეყნებთან უფროა ასახული. რა თქმა უნდა, უნდა იყოს ვაჭრობა პარტნიორებთან, მაგრამ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ევროპის მიმართულებით“, - აცხადებს სანდრო ჭუმბურიძე.


close დახურვა