logo
ENG



ოკუპაციის ფონზე, მხარს ვუჭერთ უფრო მჭიდრო კავშირებს საქართველოსთან - კონგრესმენი

25 ივნ 202009:14
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს შეხვდა.

დავით ბაქრაძესთან გამართულ მოლაპარაკებებს კონგრესმენი სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება.  

"შევხვდი საქართველოს ელჩს, რათა განგვეხილა ჩვენი საერთო ღირებულებები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი ერები დგას რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებისა და მისი მუდმივი მუქარის ფონზე. მხარს ვუჭერთ უფრო მჭიდრო კავშირებს საქართველოსთან და მათ დახმარებას ქვეყნის სუვერენიტეტის უკეთ დაცვის მიზნით", - წერს კონგრესმენი.  

დონ ბეიკონი "ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების" შესახებ კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სამუშაო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირედ არის მოხსენიებული.


close დახურვა